Accessibility links

logo-print logo-print

პარიზში იმართება მაკრონის, მერკელის, ზელენსკისა და პუტინის შეხედრა უკრაინის კონფლიქტის გარშემო


რუსეთის პრეზიდენეტი, ვლადიმირ პუტინი და მისი უკრაინელი კოლეგა, ვლადიმირ ზელენსკი პირველად ხვდებიან ერთმანეთს პარიზში მათი მოლაპარაკების ხანგძლივი მოლოდინის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ხუთ წელიწადზე მეტ ხანს მიმდინარე კონფლიქტის თაობაზე, რომელსაც 13 ათასი ადმიანი ემსხვერპლა.

ორმხრივი მოლაპარაკების სერიის შემდეგ ელისეს სასახლეში, პარიზში, მიმდინარეობს ოთხეულის სამიტი. რუსეთის და უკრაინის ლიდერებმა დარბაზში შესვლისას მხოლოდ ერთმანეთ შეხედეს გაღიმების გარეშე. კამერების წინ მათ ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ.

ოთხმხრივი შეხვედრა ე.წ. ნორმანდიის ფორმატში პირველად მიმდინარეობს ზელენსკის და პუტინის მონაწილეობით. 2016 წლის შემდეგ რუსეთის და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს არ შემხვედრიან.

სამიტის დროს ოთხი ლიდერის მოლაპარაკებისას განიხილავენ უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების შეწყვეტის, ტყვეების დაბრუნებისა და დონბასში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების საკითხები.

სამიტის შემდეგ დაგეგმილია რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG