Accessibility links

logo-print logo-print

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაკარგულია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახალ ზელანდიაში


ახალი ზელანდიის პოლიციის ცნობით, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთ კუნძულის, უაიტ აილენდის აღმოსავლეთ სანაპიროზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. დაშავებულია 31 კაცი, 8 პირი დაკარგულად ითვლება. ვულკანი 9 დეკემბერს ამოიფრქვა.

მაშველებმა კუნძულიდან 23 ადამიანი გამოიყვანეს. სტიქიური უბედურების არეალში დაახლოებით 100 კაცი იმყოფებოდა.

ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულსა და მის გარშემო ტურისტების გარკვეული რაოდენობა იმყოფებოდა. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების დასახმარებლად. მან მოგვიანებით პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის ადამიანები, ვინც ამ წუთამდე ვერ ნახეს, დაღუპულებად ითვლებიან და ახალზელანდიელების გარდა მათ შორის არიან, ავსტრალიელი, ბრიტანელი, ამერიკელი, ჩინელი და მალაიზიელი ტურისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG