Accessibility links

logo-print logo-print

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება მიიღო


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიაზე, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება მიიღეს.

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცნობილი ექიმი, საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც საქართველოს ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

· გმობს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმის უკანონო დაკავებას და მოუწოდებს, მოიხსნას მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება და უზრუნველყოფილი იყოს რეგიონისადმი დაუბრკოლებელი წვდომა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

· მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს ყველა აუცილებელი მშვიდობიანი საშუალება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მისაღწევად.

· ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში გაერთიანებული ქვეყნების დეპუტატებისა და ევროპარლამენტის წევრებით არის დაკომპლექტებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG