ბათუმის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მასაჟის 12 სალონში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს სავარაუდოდ, პროსტიტუციის ფაქტებზე. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ობიექტებში საგამოძიებო პროცესი სასამართლოს განჩინებით მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას”, - უთხრა ჟურნალისტებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პოლიციელებმა 12-ივე სალონის თანამშრომლები სავარაუდოდ, გამოსაკითხად განყოფილებაში წაიყვანეს.
დაწერეთ კომენტარი