Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცქიტიშვილი არადეკლარირებულ საქმიანობას უარყოფს


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გამორიცხავს, რომ მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა დეკლარაციაში არასრულადაა ასახული.

მაია ცქიტიშვილის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას არ გასცნობია, თუმცა არ ეთანხმება მის შედეგს, რომ არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა.

„არავითარი საქმიანობა, რომელიც არ იქნებოდა დეკლარაციაში ასახული, ჩემი ოჯახის წევრებს, მეუღლე იგულისხმება ამ შემთხვევაში, არ გვაქვს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევით, ქვეყანაში მინისტრების და მათი მოადგილეების თითქმის ნახევარს, 64-დან 29-ს, უდასტურდება კომერციული ინტერესი. საუბარია უშუალოდ ამ თანამდებობის პირებზე ან მათი ოჯახის წევრებზე.

18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა. მათ შორის, 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG