Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველოს" წევრებზე თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებზე, გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ უგულავა, გაბაშვილი და ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან.

„მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი“, - ამ შინაარსის პოსტი გიგი უგულავამ ფეისბუკის გვერდზე დაახლოებით დღის პირველის ნახევრისთვის გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG