Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხდება


დიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარადგინა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა.

თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2 დეკემბერს, კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე და მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატორი დიმიტრი ხუნდაძე ამჟამად იკავებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას.

ხუნდაძე ამ კომიტეტის თავმჯდომარე იყო წინა, მერვე მოწვევის პარლამენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG