კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ თაჩი 10 დეკემბერს ესტუმრა სოფელს, სადაც 1999 წელს სერბმა ჯარისკაცებმა მასობრივად დახოცეს ეთნიკური ალბანელები.
თაჩი მოუწოდებს სერბეთის მთავრობას, აღიაროს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, თაჩი, თვითონ იმ ძალების მეთაური, რომელიც სერბიისგან კოსოვოს გამოყოფისთვის იბრძოდა, ჩავიდა სოფელ რეჩაკში, პრიშტინიდან 32 კილომეტრში, სადაც სერბიის არმიის მეომრებმა 45 ალბანელი დახოცეს.
ამ ინციდენტმა ნატოს უბიძგა, დაეწყო სამხედრო-საჰაერო ოპერაცია სერბეთის წინააღმდეგ 1989-1999 წლებში. ამ პირების დახოცვა რიჩაკში იყო „კულმინაცია ხოცვისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა, რომელიც სერბეთის სახელმწიფომ ჩაიდინა კოსოვოს წინააღმდეგ“, თქვა თაჩიმ და დასძინა, რომ „მომავალი დანაშაულის უარყოფით და კოსოვოში მოკლული სამოქალაქო პირების ეტიკეტირებით ან შეურაცხყოფით არ შენდება“.
ბელგრადი თვლის, რომ რეჩაკში მოკლულები კოსოვოს განთავისუფლების არმიის მეომრები იყვნენ და უშიშროების ძალებთან ბრძოლაში დაიხოცნენ. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა 5 დეკემბერს განაცხადა, რომ რიჩაკის გამო ბრალდებები შეთითხნილია.
დაწერეთ კომენტარი