Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში 2019 წელს ყველაზე მეტ ჟურნალისტს მიუსაჯეს პატიმრობა


ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წელს, სულ მცირე, 49 ჟურნალისტს მიუსაჯა პატიმრობა, - ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ანგარიშში, რომლის თანახმად, მთლიანად წელს მსოფლიოს მასშტაბით 250 ჟურნალისტს მიესაჯა პატიმრობა.

ჩინეთში ჟურნალისტების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა იზრდება ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ „ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდირების კვალობაზე“, - ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სინძიანის პროვინციაში დააპატიმრეს, სადაც მუსლიმი უიღურები ხშირად მართავენ საპროტესტო აქციებს თავიანთი უფლებების დასაცავად.

ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა თურქეთი, სადაც წელს 47 ჟურნალისტი დააპატიმრეს, შემდეგ მოდის საუდის არაბეთი და ეგვიპტე, ორივე ქვეყანაში 26-26 ჟურნალისტი იმყოფება გისოსებს მიღმა. ირანში, სადაც ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციები სასტიკად ჩაახშეს, პატიმრობაში იმყოფება 11 ჟურნალისტი.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ანგარიშის თანახმად, რუსეთის ციხეებში იმყოფება შვიდი ჟურნალისტი, მათგან ოთხს პატიმრობა მიესაჯა ოკუპირებულ ყირიმში საქმიანობისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG