ცნობილი უკრაინელ რეჟისორი, ახლო წარსულში რუსეთის პოლიტპატიმარი, ოლეჰ სენცოვი ოფიციალურად გაწევრიანდა უკრაინული შეიარაღებული ძალების რიგებში, როგორც რეზერვისტი. 43 წლის სენცოვმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა რეზერვისტის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, წარწერით: „როგორც კიევის ბინადარი, ჩავირიცხე სამხედრო რეზერვში. ამიერიდან, მე სამხედრო რეზერვისტი ვარ“.
სენცოვი, რომელიც ყირიმიდანაა, ხმამაღალ წინააღმდეგობას უწევდა ამ რეგიონის რუსეთის მიერ ანექსირებას 2014 წლის მარტში. სენცოვი ყირიმში დააპატიმრეს, 2014 წლის 11 მაისს, იმავე წლის აგვისტოში რუსეთის სასამართლომ ის ტერორიზმში დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
უკრაინელი კინორეჟისორი 7 სექტემბერს გაათავისუფლეს, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის ათობით პატიმრის გაცვლის ოპერაციის ნაწილი იყო.
დაწერეთ კომენტარი