Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკუტიელი შამანი სასამართლომ დააჯარიმა და გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვა


იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც პუტინის „კრემლიდან განდევნას“ ცდილობს, სასამართლომ 1000 რუსული რუბლით დააჯარიმა პოლიციის თანამშრომლის დაუმორჩილებლობისთვის.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამომძიებელთა დაკითხვაზე მისვლის უწყების გადაცემისას, გაბიშევმა ხელმოწერაზე უარი თქვა და იქნევდა ხმალს, რომლითაც ერთ-ერთ პოლიციელს ფორმა გაუხია.

სასამართლომ შამანს, ასევე, ჩამოართვა გაუსვლელობის ხელწერილი, რომლის თანახმადაც, იგი იაკუტიას 10 დღის განმავლობაში ვერ დატოვებს. თუ ამ ათ დღეში ბრალს არ წაუყენებენ, მაშინ აღკვეთის ღონისძიება მოეხსნება.

10 დეკემბერს გაბიშევი იაკუტიის პოლიციამ დააკავა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მან ისევ წამოიწყო მსვლელობა მოსკოვისკენ კრემლიდან „პუტინის განდევნის“ განზრახვით.

2019 წლის მარტში პოპულარულმა შამანმა მოსკოვისკენ ფეხით მსვლელობის დაწყების შესახებ გამოაცხადა. მაშინ იგი ამბობდა, რომ პრეზიდენტი პუტინი „ბნელი ძალების პირმშოა“ და მისი განდევნა მხოლოდ მის მსგავს შამანს შეეძლო.

იაკუტიელი შამანი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს და უკან იაკუტიაში დააბრუნეს, სადაც, როგორც შეურაცხადი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG