„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებას ევროპელი დიპლომატები არ დაესწრებიან, ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ.
„რადგან ეს არის სუფთა პარტიული ღონისძიება, ამიტომ ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად და მე მგონი, არ იქნებოდა ლამაზი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეგვეწუხებინა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერაა ორგანიზებული და საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნას მიეძღვნება.
დაწერეთ კომენტარი