Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თანაგუნდელი დეპუტატი ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა


ჩხუბი უკრაინის პარლამენტში 2012 წელს
ჩხუბი უკრაინის პარლამენტში 2012 წელს

უკრიანის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, სახალხო დეპუტატი ანდრეი ბოგდანეცი, რომელსაც ჩხუბი მოუვიდა ექსდეპუტატ ედუარდ ლეონოვთან პოპულისტური პარტია „თავისუფლებიდან“, საავადმყოფოში იმყოფება სავარდუდოდ ტვინის შერყევის სიმპტომებით.

ჩხუბის ამსახველი ვიდეო ფეისბუკში გამოქვეყნდა.

ჩხუბის მიზეზი გახდა აგრარული კომიტეტის დახურულ სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებისათვის მიყიდვაზე მორატორიუმის გაუქმების შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა. ამ ნაბიჯს მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა იმ დათქმით, რომ უცოხოელი ფიზიკური და იურიდიული პირები ამ უფლებით მხოლოდ შესაბამის რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ისარგებლებენ.

მმართველ პარტია „ხალხის მსახურში“ ინცინდენტს აფასებენ პროვოკაციად, რომელიც მიზნად ისახავს საკანონმდებლო პროცესის ჩაშლას და „ვერხოვნა რადაში“ სიტუაციის დესტაბილიზაციას.

ექსდეპუტატი ედუარდ ლეონოვი კი ჩხუბის დაწყებაში ბოგდანეცს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის და მისი თანამოაზრე ყოფილი დეპუტატები კვლავ მივლენენ 12 დეკემბრისთვის დანიშნულ საკომიტეტო მოსმენაზე.

მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ მოუწოდა სამართალდამცველ ორგანოებს, გამოიძიონ დეპუტატის ცემის ფაქტი, ხოლო „ვერხოვნა რადას“ აპარატს მიმართა თხოვნით, რომ კომიტეტის სხდომა დროებით უფრო დაცულ დარბაზში გადაიტანოს და დაუნიშნოს გაძლიერებული დაცვა.

ხელჩართული ჩხუბი დეპუტატებს შორის წარსულშიც არაერთხელ მომხდარა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG