Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში 14 პირს მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა ტერორისტული საქმიანობისათვის


ყაზახეთის სასამართლომ 8-დან 14-წლამდე პატიმრობა მიუსაჯა 14 განსასჯელს, რომლებსაც ბრალი ედებათ სხვადასხვა სახის ტერორისტულ საქმიანობაში.

მსჯავრდებულები ყაზახეთის ხელისუფლებამ წლის დასაწყისში ჩამოიყვანა სირიიდან, სადაც ისინი მონაწილეობდნენ ტერორისტულ საქმიანობაში, მოხალისეთა რეკრუტირებაში, ექსტრემისტული ლიტერატურისა და ძალადობის პროპაგანდის გავრცელებაში.

ერთ-ერთი მსჯავრდებული ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო გამოძიებაში მონაწილეობდა დისტანციურად, რადგან შეტაკების დროს მიღებული ჭრილობებისგან სანახევროდ არის პარალიზებული.

ყველა მსჯავრდებული თავს მხოლოდ სანახევროდ მიიჩნევს დამნაშავედ.

როგორც ყაზახეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა აცნობა რადიო თავისუფლებას, სირიიდან ექსტრადირებული იქნა მთლიანობაში ყაზახეთის 824 მოქალაქე, მათ შორის 220 ქალი და 547 ბავშვი. 44 პირს, მათ შორის 10 ქალს ერთიდან 11 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ ტერორიზმის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG