Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტელეარხმა ეთერიდან მოხსნა სერიალი უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით


ვოლოდიმირ ზელენსკი ტელესერიალ "ხალხის მსახურის" გადაღებების დროს; კიევი, 6 მარტი, 2019 წელი
ვოლოდიმირ ზელენსკი ტელესერიალ "ხალხის მსახურის" გადაღებების დროს; კიევი, 6 მარტი, 2019 წელი

რუსეთის ტელეარხმა, ТНТ-მ ეთერიდან მოხსნა უკრაინული ტელესერიალის, „ხალხის მსახურის ჩვენება. სერიალში მთავარ როლს თამაშობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის გმირი, მასწავლებელი, მოულოდნელად ხდება პრეზიდენტი.

პირველი სამი სერია ნაჩვენები იყო 11 დეკემბრს. ამის შემდეგ ტელეპროგრამაში მოხდა ცვლილება და სერიალ „ხალხის მსახურის“ გაგრძელების ნაცვლად 12 და 13 დეკემბერს მაყურებელი ნახავს სხვა სერიალებს.

ტელეარხი აცხადებს, რომ არ აპირებდა სერიალის სრულად ჩვენებას. ТНТ აცხადებს, რომ ანონსი იმისა, რომ ყოველდღე გავიდოდა ეთერში სერიალი, „სამარკეტინგო ხრიკი“ იყო და პირველი სეზონის სრულად ჩვენება მხოლოდ პლატფორმა „პრემიერზე“ იყო დაგეგმილი.

ეს ქმედება ტელეარხისა, რომლიც სახელმწიფო ენერგო კომპანიის „გაზპრომის“ შვილობილ ფირმას ეკუთვნის, მოხდა ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ზლენსკისთან პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩანს, კიევთან ურთიერთობაში „დათბობა“ ხდებაო. მათი პირისპირ შეხვედრა შედგა პარიზში აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების და მშვიდობის დამყარების მიზნით.

12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სერიალის პირველი სერიიდან, რომელიც რუსეთში გავიდა ეთერში, პუტინზე ხუმრობის მონაკვეთი ამოჭრეს.

სიუჟეტის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი გოლობოროდკო, რომლის როლსაც თამაშობს ზელენსკი, ირჩევს ძვირფას საათსა და კოსტუმს.

ასისტენტი ეუბნება, ვლადიმირ პუტინი შვეიცარულ, Hublot-ს მარკის საათს ატარებსო (მას რუსულად გამოთქვამენ ასე: "хубло"). ამაზე ზელენსკის გმირი ეკითხება:“ Путин – хубло“? კი, ისმის პასუხი.

სერიალის პირველი სეზონი უკრაინაშინა ჩვენები იქნა 2015 წელს. ზელენსკის პრეზიდენტად აირჩიეს 2019 წლის მარტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG