Accessibility links

logo-print logo-print

რუსთავში დაშავებული მუშებიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა


რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სიმაღლიდან გადმოვარდნილი ორი მუშიდან ერთ-ერთი საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო მეორე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის, შეფასებით, რეანიმაციაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა:

"12 დეკემბერს 26 წლის მამაკაცს თავზე განმეორებით ჩაუტარდა ტომოგრაფიული გამოკვლევა. დადგინდა თავის ტვინის დახურული ტრავმაც", უთხრა რადიო თავისუფლებას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს გუშინ მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. სასიცოცხლო ორგანოები დაზიანებული არ აქვს, თუმცა მიღებული აქვს მრავლობითი მოტეხილობა.

მუშები 11 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის ფასადზე მუშაობის დროს ე.წ. სამშენებლო კალათის ამობრუნების შედეგად მეორე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდნენ.

ქუჩის რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა თვითმხილველებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კალათა ერთ-ერთი დამჭერის მოულოდნელი ჩახსნის შედეგად ამობრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG