Accessibility links

site logo site logo

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ფიცი დადეს


უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლეების ნაწილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსამართლის ფიცი დადო.

"ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას", - საპარლამენტო ტრიბუნიდან დაიფიცეს ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ, მამუკა ვასაძემ, ქეთევან ცინცაძემ და ალექსანდრე წულაძემ. მათგან განსხვავებით მოსამართლის ფიცი აღარ დაუდია უზენაეს სასამართლოში უვადოდ არჩეულ კიდევ 9 მოსამართლეს, რომლებიც უკვე მოქმედი მოსამართლეები არიან და შესაბამისად, ფიციც სხვადასხვა დროს აქვთ დადებული.

კენჭისყრის შედეგად პარლამენტმა 12 დეკემბერს 19 კანდიდატურიდან 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა. მათგან 12 ახალი კანდიდატურაა, 2 კი ნუგზარ სხირტლაძე და მაია ვაჩაძე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG