Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად ხალხი სამცხე-ჯავახეთიდანაც დაიძრა


თბილისში, "ქართული ოცნების" ორგანიზებით დაგეგმილ აქციას, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად იმართება, სამცხე-ჯავახეთიდან რამდენიმე ათასი მაცხოვრებელი შეუერთდება.

ახალციხიდან თბილისისკენ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების კოლონა დაახლოებით 11 საათისთვის დაიძრა.

გამოკითხული ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ უერთდება ევროპის კვირეულის აღნიშვნას, ხოლო მეორე ნაწილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და თბილისში ამიტომ მიემგზავრება.

მოქალაქეთა ძირითადი ნაწილი მედიასთან ინტერვიუზე უარს აცხადებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ახალციხეში განმარტავს, რომ ,,დაანონსებულ აქციას ახალციხიდან 3 ათასი ადამიანი უერთდება. ჩვენ მხოლოდ ტრანსპორტის ორგანიზებას ვაკეთებთ. მოსახლეობის წაყვანას ზეწოლით არავინ ცდილობს. ოპოზიცია დესტრუქციული ძალებით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. თუ ფიქრობენ, რომ ზეწოლით ხდება მაშინ დამადასტურებელი ფაქტები წარმოადგინონ“ - აცხადებს გიორგი გვარამაძე.

დედაქალაქში დაანონსებულ აქციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, საჯარო სკოლებისა და ბაღების პედაგოგები, პენსიონერები, საჯარო სამსახურისა და ააიპების თანამშრომლები შეუერთდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG