Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია დიპლომატებს ხვდება


სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, შეხვედრის მთავარი საკითხებია სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმე, სამართალდამცველების მხრიდან არაკანონიერი ქმედებები და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ აგრესიული ჯგუფების ორგანიზება.

ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით:

„ჩვენ დიპლომატებს გადავცემთ იმ ადამიანების სიას, ვინც სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დააკავეს და არის მიცემული პასუხისგებაში. ყურადღებას გავამახვილებთ სისხლის სამართლის საქმეებზე, რაც 20 ივნისის შემდეგ აღიძრა და როგორც პოლიტიკური დევნის იარაღი, ისე იყენებს სისხლის სამართლის კოდექსს ფაქტობრივად ხელისუფლება. ვილაპარაკებთ იმ სამართალდამცველებზე, რომლებიც სისტემურად არღვევენ კანონს და კანონდარღვევით აკავებენ, იტაცებენ, სხვადასხვა დარღვევებს აკეთებენ ჩვენს მშვიდობიან მომიტინგეებთან და მოქალაქეებთან მიმართებაში და ვისაუბრებთ იმ აგრესიულ ჯგუფებზე, რომლებიც დააორგანიზა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც თავიდან გამოიხატებოდა ოფისებზე თავდასხმაში, ახლა უკვე პირად ანაგრიშსწორებებზე გადავიდნენ, გიგი უგულავას შემთხვევა ყველამ ვიცით, აეროპორტში“, - უთხრა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG