Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შერემეტის მკვლელობის საქმეზე კიევში დააპატიმრეს კიდევ ორი ეჭვმიტანილი


კიევში სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კიდევ ორ ეჭვმიტანილს, 2016 წელს მოკლული ცნობილი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის, საქმესთან დაკავშირებით.

პეჩერას რაიონულმა სასამართლომ 13 დეკემბერს გადაწყვიტა, რომ ანდრეი ანტონენკო და იულია კუზმენკო პატიმრობაში დარჩებიან 2020 წლის 8 თებერვლამდე. მანამდე სასამართლომ კიდევ ერთ ეჭვმიტანილს, იანა დუჰარს, შინაპატიმრობა მიუსაჯა იმავე ვადით.

კიდევ ორი ეჭვმიტანილი, ვლადისლავ და ინა გრუშჩენკოები, სექტემბერსა და ნოემბერში დააპატიმრეს, შესაბამისად, და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს სხვა საქმესთან დაკავშირებით. ხუთივე ეჭვმიტანილი მონაწილეობას იღებდა სამხედრო ოპერაციებში უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც მთავრობის ძალები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ებრძვიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, შერემეტის მოკვლით, ჯგუფის მიზანი იყო უკრაინაში „პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების დესტაბილიზაცია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG