Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი გააგრძელებენ მოლაპარაკებას გაზის ტრანზიტზე


რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ენერგოგიგანტი გაზპრომი და უკრაინის ნაფტოგაზი აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებას რუსეთიდან ევროპაში უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე, მას შემდეგ, რაც დეკემბერში ვადა ამოეწურება ამჟამინდელ, ათწლიან შეთანხმებას.

13 დეკემბერს ვენაში გაიმართა მოლაპარაკების ახალი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გაზპრომის ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა და ნაფტოგაზის მესვეურებმა, თუმცა შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.

„ჯერჯერობით ნაადრევია შეთანხმების დამტკიცება, მაგრამ ჩვენ ყველაზე კონსტრუქციულ პოზიციაზე ვართ. აქტიური მუშაობა გრძელდება“, - დაწერა ნაფტოგაზის აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ვიტრენკომ ფეისბუკზე.

ვენაში გასულ თვეშიც გაიმართა ორმხრივი მოლაპარაკება, რის შემდეგაც ვიტრენკო ამბობდა, რომ უკრაინა არ შეაჩერებს ევროპისკენ მიმავალ გაზს, მაშინაც კი, თუ მოსკოვი და კიევი წლის ბოლომდე ვერ შეძლებენ ახალი სატრანზიტო შეთანხმების გაფორმებას. „უკრაინა გაზს არ გადაკეტავს. უკრაინას გაზი არასოდეს გადაუკეტია და ეს კარგად უნდა იქნეს გაგებული. ჩვენ არ გვახასიათებს ტელეეკრანებზე გამოჩენის ტრადიცია განცხადებით 'ახლა გაზს გადავკეტავთ'“, - უთხრა ვიტრენკომ გერმანიის მაუწყებელ „დოიჩე ველეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG