Accessibility links

logo-print logo-print

ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ანექსირებულ ყირიმში იმყოფებოდა


რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის "მინისტრთა საბჭოს" შენობა სიმფეროპოლში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იმყოფებოდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სიმფეროპოლში გაიმართა „აფხაზეთის რესპუბლიკის და ყირიმის რესპუბლიკის სამთავრობო კომისიების“ სხდომა.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერმა, დაურ არშბამ და ყირიმის პრორუსული მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მურადოვმა ხელი მოაწერეს „სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის 2019-2021 წლების გეგმას“.

ე.წ. შეთანხმებით, აფხაზეთი ყირიმს მიაწვდის სოფლის მეურნეობის პროდუქციას და სამშენებლო მასალებს, ხოლო ყირიმი აფხაზეთს სურსათს, საყოფაცხოვრები ტექნიკას და მცირე ზომის გემებს. ე.წ. მთავრობები შექმნიან ჯგუფებს, რომლებმაც უნდა მოამზადონ წინდადებები აფხაზეთსა და ყირიმს შორის საზღვაო მიმოსვლის დასაწყებად.

რუსულ სააგენტოებს მოჰყავთ დაურ არშბას სიტყვები, რომ აფხაზეთი ყურადღებით აკვირდებოდა ყირიმში 2014 წელს განვითარებულ პროცესს, რომელიც სამართლიანობის აღდგენით დასრულდა და ყირიმი რუსეთს დაუბრუნდა. არშბას განცხადებითვე, ყველასთვის ცნობილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის გაძლიერებას. ამავე წყაროების ცნობით, მურადოვმა აფხაზეთს უწოდა მზიანი და კეთილი რესპუბლიკა და თქვა, რომ აფხაზეთს და ყირიმს 2500 წელია ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG