Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო სისტემის საკითხზე გამოსავლის მოძებნის მომხრეა


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

„მე რომელსაც ვემხრობი, მაქვს ნათქვამი არაერთხელ, მაგრამ მე როგორც პრეზიდენტი, არა მაქვს უფლება, რომ ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს ან საზოგადოებას, ან პოლიტიკურ პარტიებს“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის შეკითხვას, რომელ საარჩევნო სისტემას ემხრობა - პროპორციულს, თუ მაჟორიტარულს.

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის კონფერენციის გახსნის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა და პრეზიდენტმა, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არ არის, საარჩევნო სისტემის საკითხზე მოსაზრებები უნდა დაუთმოს პოლიტიკურ პარტიებს: „მაგრამ მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, რომ მე ვისურვებდი, რომ ამ საკითხზე, როგორც ბევრ სხვა საკითხზე, დაპირისპირების მაგივრად მოინახოს რამე გამოსავალი იმიტომ, რომ ეს არის საჭირო ქვეყნის სტაბილურობისთვის, მშვიდობიან განვითარებისთვის. ამისი მომხრე ვარ მე“.

დღეს, 16 დეკემბერს, კონფერენციის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა დიასპორის წარმომადგენლების დაბრუნების, ან ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის მნიშვნელობასა და პარლამენტში დიასპორის წარმომადგენელთა არჩევის აუცილებლობაზე, რისი გამოცდილებაც არაერთ სახელმწიფოს აქვს. სალომე ზურაბიშვილმა პარტიებს მიმართა, რომ ყველა მათგანს შეუძლია სიაში შეიყვანოს დიასპორის ერთი წარმომადგენელი მაინც, ხოლო თუ მაჟორიტარული სისტემა იქნება, მათთვის უნდა იყოს განკუთვნილი ერთი, ან ორი ადგილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG