Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი არ თვლის, რომ ქვეყნის მოქალაქეები მას არ ენდობიან. ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის კონფერენციის გახსნის შემდეგ, მედიამ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რით დაამახსოვრა ხალხს თავი, და გაახსენა მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება და საპროტესტო აქციების დროს სალობიეში სტუმრობა.

„მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში, გავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს, უამრავი, ძალიან დიდი დოზით სიყვარულით. და ჩემთვის საზომი იმისი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის და არა რაღაცა კრიტიკები, ან ხუთკაციანი გამოსვლები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხალხსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა არ გაწყდეს: „ამიტომ, სადაც საჭირო არის, სალობიეშიც ვივლი, სხვადასხვა ადგილებში, თავშეყრის ადგილებში ვივლი ძალიან თავისუფლად, ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად, სადაც საჭირო არის, როგორც საჭირო არის“.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს. 28 ნოემბერს გამართულ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59%-ით დაამარცხა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გრიგოლ ვაშაძე.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს, თელავში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG