Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარწერები "ამ ცხოვრების დედაც" ზუგდიდშიც გაჩნდა


თბილისის შემდეგ ზუგდიდის ქუჩებში გაჩნდა წარწერები „ამ ცხოვრების დედაც!“

ეს სიტყვები უცნობმა პირებმა დაწერეს „დადიანების სასახლის“ ეზოსთან და სკეიტ პარკთან.

წარწერები: „ამ ცხოვრების დედაც“ და „აბა დამიჭირე“ პირველად 15 დეკემბერს, ღამით გამოჩნდა თბილისის სხვადასხვა უბანში. მოგვიანებით, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ამ ფორმით გამოხატავენ სოლიდარობას 15 წლის ბიჭის მიმართ, რომელიც სკოლის კედლებზე მსგავსი სიტყვების დაწერის შემდეგ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს, გამოკითხვის შემდეგ კი, მან თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ჩვენების მიცემის იძულების - მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG