Accessibility links

რა ფერისაა ლელო?


ავტორი: ლუკა ბაღდავაძე

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ შექმნილი მოძრაობა, ზოგადი გადმოსახედიდან რომ ვთქვათ „ერთით მეტი“ პარტიაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამბიციები, საერთო, მაგრამ ბუნდოვანი ღირებულებები, ჩამოუყალიბებელი იდეოლოგია და პარტიის გამომრჩეველი ობსესია - ითავოს ის წარმომადგენლობა, რომელსაც მესამე მოთამაშე ჰქვია. აქვე ვხვდებით შესაბამის ლოზუნგს - „დაამსხვრიონ ბიძინა ივანიშვილის ის ოცნება, რომ არჩევანი მხოლოდ მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის უნდა იყოს გადაკეთებელი“. რეალურად კი „ლელო“ ვერცერთ ველში იკავებს წამყვან პოზიციას, იქნება ეს ფინანსები, გამოცდილება, პოლიტიკოსების ნაკრები, შესაქები წარსული თუ ხალხის ნდობა/მხარდაჭერა. შედეგად მივდივართ მთვარ კითხვამდე: რა არის ლელო სინამდვილეში, გამარჯვება თუ ცარიელი ქულა?

ერთი ბიზნესმენის დაცდის შემდეგ ორი ახლის მოყვანა არც ისე მარტივი ამბავია. მამუკა ხაზარაძეს არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ ის უკეთესი ბიზნესმენია ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც რუსეთში აქვს ფული ნაშოვნი და არცერთი ბიზნეს-პარტნიორი არ ჰყავს, მაშინ, როდესაც თვითონ საფეხობრივად აწყობილი ბიზნესი, შესაქები რეპუტაცია და უამრავი სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი . „მას(მამუკა ხაზარაძეს) შეუძლია სახელმწიფოს ეკონომიკურად ამუშავება“. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკურ სამყაროში სხვა პოლიტიკოსზე უმჯობესი ბიზნესმენობა არა აუცილებლად ნიშნავს მასზე უმჯობეს პოლიტიკობასაც, ამიტომაც ნახსენებს არსებით პრიორიტეტად არ დავასახელებდი. მეტიც, ბევრი ადამიანი საქართველოში პოლიტიკოსებს არა შესაძლო საუკეთესო, არამედ შესაძლო საუბედურო განვითარებით აფასებენ, ან ამ ორის ჯამით. ამითივე იხსნება უარყოფითი ალტერნატივებით დაშინების ხარჯზე მიღებული ხმებიც. მათზე კი ქვემოთ ვისაუბრებ.

რჩება აღქმა, რომ ივანიშვილისთვის გადაყენება სიკვდილს უდრის, გადაყენება თუარა იმ ძალის მოსვლა, რომელიც მის ქონებას საფრთხის წინაშე დააყენებდა. მეორე მხრივ ივანიშვილის წასვლა არა მაგრამ ენმ რეჟიმის დაბრუნება ასოცირდება სიკვდილთან რიგი ბიზნესმენებისთვისა და უამრავი ხალხისთვის. განცდა გულწრფელია.

საერთოდ, უფრო მასშტაბური პრობლემა არა ნაც-მოძრაობის დაბრუნებაა ხელისფულებაში, არამედ ის, რომ მისი მოსვლის შემთხვევაში, თუ მართლა გასაქცევად აქვს საქმე ივანიშვილს წაგების შემთხვევაში, გამოდის რომ პარტია დაიშლება, რაშიც ეჭვი ალბათ არავის ეპარება. დაშლის შემთხვევაში კი ორპოლუსიანი რეჟიმი ერთპოლუსიანად გადაიქცევოდა და ერთპოლუსიანობა მეტად სავალალო მდგომარეობაა ვიდრე რომელიმე პარტიის ორპოლუსიან რეჟიმში მოსვლა/დარჩენა. მეორე მხრივ, რომ დავუკვირდეთ, სად-სად და ნამდვილად არა ნაციონალურ მოძრაობაში წავა ხელისუფლების ხმები მისი დაშლის შემთხვევაში. 30-მდე პროცენტი დანარჩენ პარტიებში გადანაწილდებოდა და აქ კარგი ისაა, რომ ბევრი მათგანი დამოუკიდებლად მოახერხებდნენ პარლამენტში შესვლას, მაგრამ ასევე ბევრი მათგანისთვის ეს იქნებოდა საკუთარი შესაძლებლობების პიკი, რომლის ასე მარტივად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, უვარგისობასთან შეურიგებლობის სულისკვეთებაც დაეკარგათ, რაც ფუნდამენტურია.

თუ ქართულ ოცნებას იმიტომ უჭერენ მხარს რომ „ნაცებსა“ 9 წელს ყვირიან, ენმ-ს კი იმიტომ, რომ „ქოცებსა“ და 8 წელს, ლელო, მართალია მას მხარს არ უჭერენ, თუმცა ქოც-ნაცებსა და 9+8 წელს კი ყვირიან ისე, თითქოს ეგ სეგმენტი მათი იყოს. ამით შეგვიძლია ავხსნათ ის ფაქტი, რომ რადგან ის რაც ივანიშვილმა გააკეთა და დღემდე აკეთებს - ორ პოლუსიანობის შექმნა-შენარჩუნება შუა ნაწილის გაკრეფით, როგორც ხმების მომტანი ყველაზე შედეგობრივი მეთოდი, ხაზარაძის პარტია მესამე პოლუსობას კიარ ცდილობს, არამედ მეორე პოლუსად გადაქცევას უმიზნებს იმ გადაუწყვეტელი ამომრჩეველის წინაშე, რომელიც ქოც-ნაცებს ერთ უბედურებად აღიქვამს. ამიტომაც, იმ შემთხვევების ძირითად ნაწილში, როცა ლელო აკრიტიკებს ქართულ ოცნებას, თან აყოლებს ხოლმე ნაციონალურ მოძარობასაც, უკითხავთ მათ შესახებ თუ არ უკითხავთ. ხოლო ვინაიდან მათი პრინციპი სწორედ ორივე მხარის ერთად მონათვლაა, ის ორი შეიძლებოდა ერთმანეთში კომპრომისებზე წასულიყვნენ ამ ერთის წინააღმდეგ.

რადგან ხმები ლელოს ქართული ოცნების ყოფილი მხარდამჭერებისგან მოაქვს იდეოლოგიური მიმართულებით მსგავსების გამო, მათი გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება მესამე პარტიად ჩამოყალიბდებოდა და მხოლოდ იმისთვის მაინც შეინარჩუნებდა გუნდს, პარტიას, რომ მიხმარებოდა პირველს თავისთვის არასასურველი მეორის წინააღმდეგ, თუმცა არც პირველთან ყოფილიყო.

მაგრამ ლელოს არც ის გავლენა, გამოცდილება ან უნარჩვევები აქვს რამხელაც ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას, რომ მასშტაბურ პარტიად ქცეულიყო. განვითარების შანსი მას ცნობად პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში აქვს და რადგან ვიცით, რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა სახეებთან არ შეიძლება ვერ გამოვიცნოთ რომ მათი ნაწილი, აუცილებლად უნდა იყვნენ პარლამენტში მსხდომი თავისუფალი დეპუტატები.

მარცხნივ თუ მარჯვნივ? ნოემბერში ლელომ ახალი პოლიტიკოსები მიიღო და რაც გასაკვირია ისაა, რომ უმრავლესობა მათგანი მემარცხენე, ან რადიკალური მემარცხენაა, რაც თანხვედრაში არ უნდა მიდიოდეს ბიზნესმენების პირად ინტერესებთან. ეს ან პოლიტიკური სიბრიყვეა, ან კიდევ პოლიტიკური გათვლა. იმ შემთხვევაში თუ პარტია ღიად მემარცხენე გახდება ერთი, რომ მემარცხენეების სეგმენტს მიიზიდავს, რომელიც ძირითადად თავისუფალია და მოსახლეობის დიდი ნაწილიცაა (მე ვფიქტობ, უბრალოდ აღიარება ეუხერხულებათ საბჭოთა კავშირის შემდეგ); მეორე, თავისუფალ დეპუტატებს დაუახლოვდებიან, რაც მგონია რომ ბილეთია მიზნის მიღწევისკენ და მესამე, რბილი-ნათესაობრივი ურთიერთობა მემარჯვენეებთან პარტიის ლიდერების კერძო მეწარმეობრივი საქმიანობის გამო. ანუ სერიოზულ ოპოზიციაში არ ჩაუდგებიან ბიზნესებსა და ბიზნესმენებს ვინაიდან ასე თავის თავსაც დააზიანებდნენ და ის საფრთხეც, რაც სოციალიზმისკენ გადახრას მოჰყვება ხოლმე დარეგულირებული იქნებოდა საპირისირო მხარისთვის.

რაც შეეხება „შენების მოძრაობასა“ და „ახალ მემარჯვენეებს“, თუ გავფილტრავთ საერთო პრინციპებს ღირებულებების სახით, შეგვიძლება ვივარაუდოთ სხვა შესაძლო ალიანსებზეც. საერთო პრინციპებიდან ძირითადი ამ სამ პარტიას შორის, ვფიქრობ რომ ისევ 9+8 წელი და ქოც-ნაცური ოპოზიციაა. ყურადღება მისაქცევია ისიც, რომ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას კი არ უმიზნებენ, უმიზნებენ სწორედ ამ ორი ძალის ერთმანეთთან ასოცირებას, რაც შემდეგში გამოიხატება - თვითონ არ დადიან სხვა პარტიებთან და სხვებს იღებენ სტუმრად, რაც ისევ იმას უტოლდება, რომ ოპოზიციის გაერთიანება ლელოს ირგვლივ და არა ენმ-ს ირგვლივ უნდათ, რაც ჯერ-ჯერობით არ მართლდება.

გადამწყვეტი მოვლენა იქნება პროპორციულ სისტემაზე მორიგება (მორიგებად შეგიძლია ჩავთვალოთ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება). პროპორციულის დამტიკიცების შემთხვევაში ლელოს მინიმალური შანსი ექნება სხვა პარტიების „შემოერთებაში“ და მესამე არჩევნად გადაქცევაში. მაჟორიტარულში ისედაც ერთი ასთანაა იმის განხორცილების ალბათობა, რაზეც მაღლა ვისაუბრეთ. ორივე ვარიანტში ბიზნესმენები ისეთს რისკავენ რისი გააზრებული იმედიც არ უნდა ჰქონდეთ და აქ მთავარ შეკითხვას ვუბრუნდებით - ლელო შედეგია თუ ქულა?

რას მოიგებენ პარლამენტში მოხვედრით კერძოდ ხაზარაძე-ჯაფარიძე? საეჭვოა პოლიტიკაში, რომ გაჩერდნენ(მოგების შემთხვევაში). გამოდის, რომ მოდიან რაღაცის შესაცვლელად, რაც გამოსასწორებელია და იმავდროულად მათაც უქმნის უსიამოვნებებს . ასეთი, რამ შეიძლება იყოს ანაკლიის პორტი, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო სისტემასთან. გვახსოვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა სასამართლომ ბიზნესმენებს და გირაოთი გაათავუსუფლა. საინტერესო შეკთხვა აქ იქნებოდა შემდეგი: მისი(ხაზარაძის) აზრით, უნდა განიხილოს თუარა სასამართლომ ხელახლა მასზე წაყენებული ბრალი? თუ კი მაშინ, არც ისე კარგი დასაწყისი იქნებოდა სისტემის რეორგანიზაციაში(რადგან სასამართლოში ჩარევის ტრადიცია გაგრძელდებოდა) და თუ არა ე.ი. დამნაშავეა?

თუ გავაანალიზებთ, რომ ორი ბიზნესმენის პოლიტიკაში ჩართვა ერთ ბიზნესმენთან დაპირისპირებამ განაპირობა და რომ „ლელოს“ დასახული მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაზე საეჭვო და ნაკლებ შესაძლებელია, მათი ეს ნაბიჯიზედეტად ალოგიკური მოგვეჩვენებოდა. გონივრული იმის დაშვება უფროა, რომ ბიზნესმენები ახალი დოვლათის შოვნას ცდილობენ პოლიტიკური ძალაუფლებისა და ხალხის ხმების დაგროვების სახით, რომ გადაცვალონ ან, როგორც მინიმუმ გამოიყენონ ისეთი „საქმისთვის“ რისიც ფულით ყიდვა ან სხვა მხრივ მოგვარებაც არ შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG