Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი პოლიციელი დაიღუპა ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას


სულ მცირე სამი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა დასავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერათში მომხდარი თავდასხმისას.

პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელის, გენერალ ამინულა ამარხილის ცნობით, თავდასხმა 15 დეკემბრის ღამეს განახორციელა შეიარაღებულმა ჯგუფმა.

შეტაკების დროს დაიღუპა ორი თავდამსხმელი.

იერიშზე მომხდარისთანავე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ცნობილია, რომ ამ არეალში განსაკუთრებით აქტიურობს ორგანიზაცია თალიბანი. ისინი მიმართავენ ე.წ. ნაღმებით ომს და თავს ესხმიან ავღანეთის ხელისუფლებისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG