Accessibility links

site logo site logo

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს


მიხეილ ჩხენკელი, თორნიკე რიჟვაძე

განათლების სამინისტროს ცნობით, ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება. დღეს, 16 დეკემბერს, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

განათლების სამინისტროს თანახმად, 250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, ასეთი ქალაქების აშენება საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG