Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა


უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონს შემორჩენილი თექვსმეტი საფეხბურთო კლუბი უძლიერესის ტიტულისთვის ბრძოლას პლეი ოფით გააგრძელებს. შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში, მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მეოთხედფინალის საგზურებისთვის მებრძოლთა პირველი შეხვედრები 18, 19, 25 და 26 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი - 10, 11, 17 და 18 მარტს.

მერვედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

  • დორტმუნდი (გერმანია) - პსჟ (საფრანგეთი)
  • რეალი (ესპანეთი) - მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
  • ატალანტა (იტალია) - ვალენსია (ესპანეთი)
  • ატლეტიკო (ესპანეთი) - ლივერპული (ინგლისი)
  • ჩელსი (ინგლისი) - ბაიერნი (გერმანია)
  • ლიონი (საფრანგეთი) - იუვენტუსი (იტალია)
  • ტოტენჰემი (ინგლისი) - ლაიპციგი (გერმანია)
  • ნაპოლი (იტალია) - ბარსელონა (ესპანეთი)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG