Accessibility links

site logo site logo

ჰააგის ტრიბუნალმა მარტში დანიშნა "ბოსნიის ყასბად" წოდებული მლადიჩის საჩივრის განხილვა


ჰააგაში გაეროს სასამართლომ 17 და 18 მარტს დანიშნა ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი მეთაურის, რატკო მლადიჩის საჩივრის განხილვა.

სასამართლომ ეს გამოაცხადა 16 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც მლადიჩმა, რომელსაც ერთ დროს „ბოსნიის ყასაბს“ უწოდებდნენ, 2018 წლის მარტში საჩივარი შეიტანა. 77 წლის მლადიჩი ასაჩივრებს მისთვის 2017 წელს გამოტანილ განაჩენს, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს მისი როლისთვის სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბოსნიელების და ხორვატების დევნაში, სარაევოს მოსახლეობის ტერორიზებასა და გაეროს დაცვის ძალების ტყვედ აყვანაში 1992-95 წლებში.

მლადიჩი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და სერბიასა და ბოსნიაში კვლავაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

2005 წელს კოფი ანანმა, გაეროს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, 8000-მდე მუსლიმი ბიჭის და კაცის მკვლელობას ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში უწოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის მიწაზე ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაული.

1992-95 წლების ომში, რომელმაც იუგოსლავიის დაშლისას იფეთქა, საერთო ანგარიშით, დაახლოებით 100,000 ადამიანი დაიღუპა და 2.2 მილიონი ლტოლვილად იქცა.

მლადიჩის საქმე ჰააგაში გასაჩივრებული აქვთ პროკურორებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG