Accessibility links

logo-print logo-print

უგულავა: 19 დეკემბერს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას აპირებს


„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ოპოზიციის გეგმების შესახებ ისაუბრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ რაც უფრო ხისტი იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უფრო მეტი იქნება ოპოზიციის ინტეგრაცია. ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ხუთშაბათს ვაპირებთ მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა მზაკვრული საქმეების კეთების“, - ამბობს გიგი უგულავა და განაგრძობს, - „პიკეტი იქნება დილიდან, როგორც არის ხოლმე, საუზმე და პიკეტი ერთმანეთზე გადაჯაჭვულ ცნებებად იქნა ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, ხაში კი უმრავლესობისთვის, რადგან დილის 6 საათზე შედიან ხოლმე“.

თბილისის ყოფილი მერის ინფორმაციით, პარასკევს [20 დეკემბერს] ჩანიშნულია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ამ წელს.

„ჩვენ ველით, თუ მოვიდა გონს უმრავლესობა, მოვიდეს თავისი შემხვედრი წინადადებით, ჩვენი წინადადებები მათთვის ცნობილია“, - თქვა უგულავამ.

როგორც გიგი უგულავა ამბობს, 21-22 დეკემბერს მანიფესტაციები გაიმართება ზუგდიდსა და ბათუმში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG