Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის ცნობით, არ დასტურდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე 96 წლის გორა ღარიბაშვილის დაკავება


ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 96 წლის გორა ღარიბაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. თუმცა ის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

16 დეკემბერს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული იყო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები, 96 წლის გორა ღარიბაშვილი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.

აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გორა ღარიბაშვილი ადრე რამდენჯერმე ჰყავდათ დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG