Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: „მწვანე სკოლის“ საქმეზე უფლებამოსილება შეუჩერდათ განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს


თბილისის „მწვანე სკოლაში" მომხდარი ფაქტისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.

„საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს“, - აცხადებს შსს.

გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანი, 11 დეკემბერს, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჩვენების მიცემის იძულების მუხლებით.

მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG