Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში შეარჩიეს ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი


უკრაინაში შესარჩევმა კომისიამ დაასახელა კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი. სააგენტო წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს და ახორციელებს კორუფციის საწინააღმდეგო ზომებს.

ექვსი წევრისგან შემდგარმა კომისიამ 16 დეკემბერს ერთხმად დაუჭირა მხარი ალექსანდრ ნოვიკოვს ამ პოსტზე. ნოვიკოვი პროკურორია და უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მისი კანდიდატურა საბოლოოდ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს 1 იანვრამდე, რადგან ახალმა ხელმძღვანელმა მუშაობა სწორედ ამ დღეს უნდა დაიწყოს. შესარჩევი კომისიის წევრები ხელისუფლებამ ოქტომბრის ბოლოს დაამტკიცა.

კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი სააგენტო 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ის შეიქმნა უკრაინაში ღრმად ფესვებგადგმული კორუფციის აღმოსაფხვრელად. ქვეყანაში ასევე მოქმედებს ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და საგანგებო ანტიკორუფციული პროკურორის ოფისი, მას შემდეგ, რაც მაიდნის პროევროპულმა გამოსვლებმა პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობა მოიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG