Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის ყოფილი პოლიციელი აცხადებს, რომ მონაწილეობდა პოლიტიკურ მკვლელობებში


ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პოლიციის საგანგებო დანაყოფის ყოფილი ოფიცერი აცხადებს, რომ მონაწილეობას იღებდა ოპოზიციის აქტივისტების მკვლელობებში და ახლა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში თავშესაფარს ეძებს.

იური ჰავარსკიმ ეს განცხადებები გერმანიის მაუწყებელ დოიჩე ველესთან გააკეთა, მისი ინტერვიუ 16 დეკემბერს გამოქვეყნდა. ამ განცხადებებმა კიდევ უფრო გაამყარა დიდი ხნის განმავლობაში არსებული ვარაუდები, რომ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ძალები მონაწილეობდნენ ოპოზიციის ლიდერის, ვიქტარ ჰანჩარის, ბიზნესმენ ანატოლ კრასუსკის და კიდევ ორი მამაკაცის უგზო-უკვლოდ დაკარგვაში 1999 და 2000 წელს.

ინტერვიუში ჰავარსკი ამბობს, რომ გვიანდელ 1990-იან წლებში ის მსახურობდა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში სახელად სწრაფი რეაგირების დანაყოფი, ანუ SOPR-ი. ის ამბობს, რომ 1999 წლის 7 მაისს მინსკში მონაწილეობას იღებდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იური ზახარენკოს გატაცებაში. ჰავარსკის თქმით, ზახარენკა მისმა უფროსმა მანქანით წაიყვანა ქალაქის გარეთ მდებარე სამხედრო ბაზაზე და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ჰავარსკი ასევე ამბობს, რომ 1999 წლის 16 სექტემბერს მონაწილეობდა ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ვიქტარ ჰანჩარის და ოპოზიციის მომხრე ბიზნესმენის, ანატოლ კრასუსკის გატაცებაში. ეს ორი მამაკაცი მინსკში საუნაში მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. ჰავარსკის თქმით, ისინი სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, მოკლეს და მათი გვამები დამარხეს ტყეში, წინასწარ გათხრილ საფლავებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG