Accessibility links

site logo site logo

"რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ" სიტყვის თავისუფლებაზე წლიური ანგარიში გამოაქვეყნა


მსოფლიოში 389 ჟურნალისტი და მედიის სხვა თანამშრომელი იმყოფება ციხეში პროფესიული საქმიანობის გამო. ეს 12%-ით მეტია, ვიდრე შარშან. ამის შესახებ ლაპარაკია ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების შესახებ, რომელიც დღეს გამოაქვეყნა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.

ყველაზე მეტი ჟურნალისტი პატიმრობაში აღმოჩნდა ჩინეთში (130 ადამიანი), შემდეგ მოდიან ეგვიპტე (36) და საუდის არაბეთი (90). როგორც „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ იტყობინება, რუსეთში პატიმრობაში იმყოფება ექვსი ჟურნალისტი.

წლის დასაწყისიდან მსოფლიოში მოკლეს 49 ჟურნალისტი, რაც ორჯერ ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს. ამასთან, მათი მცირე ნაწილი დაიღუპა შეიარაღებული კონფლიქტების ადგილებში. 2019 წელს ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნები იყო მექსიკა, სირია, ავღანეთი, პაკისტანი და სომალი.

ანგარიშში მოცემულ რეიტინგში 180 ქვეყანას შორის საქართველოს მე-60 ადგილი უკავია.

გარდა ამისა, მედიის 57 თანამშრომელი გაიტაცეს, ერთ-ერთი მათგანი აღმოსავლეთ უკრაინაში, დანარჩენები სირიაში, იემენსა და ერაყში. ბევრი მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტები მძევლებად აყვანილებს ისე ექცევიან, როგორც მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავს, რომ ანგარიშში ლაპარაკია იმ პირებზე, რომლებზეც ზუსტად არის ცნობილი, რომ პროფესიულ საქმიანობას ემსხვერპლნენ ან ამის გამო დევნა განიცადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG