Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული 96 წლის გორა ღარიბაშვილი თავისუფალია


ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ ახალგორთან
ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ ახალგორთან

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს 96 წლის გორა ღარიბაშვილი.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი გორა ღარიბაშვილი ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე 16 დეკემბერს გადავიდა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა ხელში აღმოჩნდა. ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული სხვა პირებისგან განსხვავებით, გორა ღარიბაშვილი ცხინვალის იზოლატორში არ გადაუყვანიათ. ინციდენტის გამო ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

გორა ღარიბაშვილი ადრეც იყო დაკავებული, რადგან 96 წლის მოხუცი პერიოდულად ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ, წინაპრების საფლავზე მისვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG