Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მედია: „იაპონჩიკისა“ და „დედ ჰასანის“ მკვლელობის უკან შესაძლოა კადიროველები იდგნენ


ჩეჩნეთის ძალოვან სტრუქტურებს შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ 2009 წელს მოსკოვში „კანონიერი ქურდის“, ვიაჩესლავ ივანკოვის (მეტსახელად „იაპონჩიკი“) მკვლელობასთან. ამის შესახებ წერს გაზეთი "Версия.инфо". გაზეთი მიზეზად ასახელებს ივანკოვის ბრძოლას ჩეჩნური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დანაშაულებრივ სამყაროში დიდი ცვლილებები მოხდა - ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს ჩეჩნურმა ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა. „იაპონჩიკის“ მიზანი იყო მათი „ადგილზე დაყენება“. ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა „იაპონჩიკი“.

2000-იანი წლების დასაწყისში ჩეჩნური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება გადაზრდილიყო კონფლიქტად ჩეჩნეთის ძალოვან სტრუქტურებთან - კადიროველებთან.

ამის შედეგად ივანკოვის მცდელობებით, ასევე ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების დახმარებით, „ძალაუფლება შეიცვალა“ და ლიდერების პოზიციები დროებით დაიკავეს სლავურმა ბანდებმა. ზოგიერთი მათგანი არ ცნობდა საზღვრებს არც ბოროტმოქმედების სისასტიკეში, არც ნაციონალიზმის დონეში. არ არის გამორიცხული, რომ მათ დააზარალეს ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლების კრიმინალურ სამყაროსთან იყვნენ დაკავშირებული, ასევე 2000-იანებში ჩეჩნეთის ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებული ხალხი, წერს "Версия.инфо".

ცოტა მოგვიანებით დაიწყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა მათსა და ქართულ კლანებს შორის, რომელთაც ხელმძღვანელობდა ასლან უსოიანი (მეტსახელად „დედ ჰასანი“) და მისი მეგობარი ივანკოვი.

თუკი „იაპონჩიკის“ მკვლელობა ცივსისხლიანი შურისძიება იყო, 2013 წელს „დედ ჰასანის“ ჩამოშორება იყო მკაფიოდ დაგეგმილი ნაბიჯი, რომელიც ჩეჩნურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს „თამაშში“ დაბრუნების საშუალებას აძლევდა, წერს "Версия.инфо".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG