Accessibility links

logo-print logo-print

კახა იმნაძე: "ერთადერთი გამოსავალია გავააქტიუროთ ჩვენი ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან"


"ნებისმიერი ღია დებატი, რომელიც იყო წარმოდგენილი უშიშროების საბჭოში ჩვენი მხრიდან იყო გამოყენებული კონფლიქტის თემის წამოსაწევად." - განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ

მისი თქმით ყველა მექანიზმი ამუშავებულია იმისთვის, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. როგორც კახა იმნაძე ამბობს, ამ თემაზე რამდენჯერმე ჰქონდათ მაღალი ტრიბუნიდან საუბარი, რასაც წინ უძღოდა ინტენსიური მუშაობა კორიდორებში, როგორც გაეროს უშიშროების წევრ ქვეყნებთან, ისე მის არაწევრ ქვეყნებთან.

"გვქონდა აქტიური კომუნიკაცია გაეროს გენერალურ მდივანთან და მისი მოადგილესთან, რომელიც საქართველოშიც იმყოფებოდა და ისინიც ჩართულები არიან და თანათავმჯდომარეების დონეზე რუსეთის ფედერაციასთან მუშაობაში, რომ ბატონი ვაჟა გათავისუფლდეს. ძალიან რთული თემაა ეს, რადგან გვაქვს საუბარი ისეთ ადგილზე, სადაც არ ვრცელდება საერთაშორისო სამართალი, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის გავააქტიუროთ ჩვენი ძალისხმევა, ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, რომ მივაღწიოთ ამ ადამიანის გამოშვებას. ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და ვიყენებთ."- ამბობს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG