Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 10 კაცი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა ნაღმზე აფეთქების შედეგად


აფეთქების ადგილიდან ავარდნილი შავი კვამლი
აფეთქების ადგილიდან ავარდნილი შავი კვამლი

სულ მცირე, 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჰოსტში გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქების დროს ავტომობილში იმყოფებოდა ერთი ოჯახის 10 წევრი, მათ შორის - სამი ბავშვი.

ოჯახი ლოგარის პროვინციაში დაკრძალვაზე მიემგზავრებოდა. ინციდენტის დროს ყველა დაიღუპა.

ავღანეთის ხელისუფლება აფეთქებაში ადანაშაულებს ორგანიზაცია თალიბანს, რომელიც პროვინცია ჰოსტის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს.

ავღანეთში გაეროს მხარდამჭერი მისიის (UNAMA) ანგარიშით, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში ქვეყანაში 2563 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 5676 დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG