Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა


იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, 15 წლის მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

17 დეკემბერს მოზარდს იაშვილის სახელობის კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს ისრაელიდან მიწვეული ექიმების მონაწილეობით.

ოპერაცია საჭირო გახდა ტვინის შეშუპების დაწყების გამო.

გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჩვენების მიცემის იძულების მუხლებით.

მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

16 დეკემბერს მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG