Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთი 500 მილიონ დოლარს დახარჯავს სირიაში სამხედრო ბაზის გასაძლიერებლად


რუსული სამხედრო ხომალდ ტარტუსში

რუსეთი 500 მილიონ დოლარს დახარჯავს სირიაში მდებარე საზღავო პორტ ტარტუსის მოდერნიზებაზე, ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება სამხედრო მრეწველობის საკითხებში რუსეთის ვიცე-პრემიერ, იური ბორისოვზე, დაყრდნობით. ამ თანხით, უახლოეს 4 წელიწადში, აშენდება კიდევ ახალი პორტი.

2 წლის წინ სირიამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ტარტუსში 59 წლის განმავლობაში განლაგდება რუსეთის სამხედრო-საზღავო ფლოტის მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი.

ტარტუსში სექტემბერში უკვე აშენდა გემთსაშენი ცენტრი. მოდერნიზების შემდეგ პორტში შესაძლებელი იქნება 11 გემის განთავსება, მათ შორის ბირთვული ენერგეტიკის დანადგარებზე მომუშავე კრეისერი.

12 დეკემბერს აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა მხარი დაუჭრა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც რუსეთის მიმართ არსებული სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს სირიაში კრემლის მოქმედების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG