Accessibility links

site logo site logo

„მწვანე სკოლამ“ 3 დღით სწავლა შეწყვიტა


მოსწავლეებს უკვე შეატყობინეს „თბილისის მწვანე სკოლიდან“, რომ 3 დღით სწავლის პროცესი შეწყდება.

15 წლის მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

„მწვანე სკოლის“ მოწაფე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა.

მოზარდის გარდაცვალების გამო „მწვანე სკოლამ“ განცხადება 17 დეკემბერს გაავრცელა.

„უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო“, - წერს „მწვანე სკოლა“.

„მწვანე სკოლის" ჭიშკარზე გაურკვეველმა პირებმა ზუსტად იმ შინაარსის წარწერები („ამ ცხოვრების დედაც", „აბა, დამიჭირე") დატოვეს, რაც ლუკა სირაძემ სკოლაში კედელს დააწერა. გარდა ამისა, შესასვლელთან შემდეგი სიტყვებიც წერია: „აიღე პასუხისმგებლობა".

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას თქმით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია გამომძიებელი.

15 წლის მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ოპერაცია საჭირო გახდა ტვინის შეშუპების დაწყების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG