Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს


სამოქალაქო აქტივისტები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მართავენ აქციას: „ამ სისტემის დედაც!"

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG