Accessibility links

შვეიცარიამ დაადასტურა, რომ რუსეთს 44 მილიონი დოლარი კომპენსაცია დააკისრა „უკრნაფტას“ სასარგებლოდ


Ukrnfta oil company logo

შვეიცარიის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, რუსეთს 44 მილიონი დოლარი კომპენსაცია დააკისროს უკრაინული კომპანია „უკრნაფტას“ სასარგებლოდ, რომელმაც ყირიმის ანექსიის შემდეგ ინვესტიციები დაკარგა. ამის შესახებ 18 დეკემბერს განაცხადა „უკრნაფტას“ პრესსამსახურმა. გარდა ამისა, შვეიცარიის სასამართლომ რუსეთს დააკისრა, უკრაინულ კომპანიას აუნაზღაუროს 155 ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის სასამართლო ხარჯები.

„უკრნაფტა“ უკრაინის უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანიაა. 2015 წელს მან რუსეთს უჩივლა მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე დაკარგა 16 ბენზინგასამართი სადგურის მფლობელობაზე უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG