Accessibility links

პრეზიდენტმა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო საზეიმო ღონისძიებები გააუქმა


15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილი მიღებები შეხვედრების ფორმატში ტარდება.

„სწორედ შეცვლილი ფორმატით გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და წარმატებული სპორტსმენების შეხვედრა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

მოზარდის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს. დაკავებისას ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე მიუთითებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG