Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უილიამ ტეილორი იანვარში დატოვებს პოსტს


უილიამ ტეილორი
უილიამ ტეილორი

უკრაინაში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი უილიამ ტეილორი მომავალ თვეში დატოვებს თანამდებობას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების შემდეგ.

The New York Times-ისთვის 17 დეკემბერს გაგზავნილ იმეილში ტეილორმა განაცხადა, რომ იანვრის დამდეგს გადადგება თანამდებობიდან, რომელიც დროებით უკავია. იგი კიევში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ასრულებს.

ტეილორის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ელჩს მალე დანიშნავს. მას დეტალები არ უხსენებია.

გასულ თვეში ტეილორი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში მოსმენაზე დაიბარეს. მისმა გამოსვლამ ხელი შეუწყო ტრამპის იმპიჩმენტის საქმის აღძვრას. ტრამპს ბრალად ედება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლა, რათა მას გამოძიება დაეწყო ტრამპის პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. ბრალდების თანახმად, ამის მისაღწევად ტრამპმა უკრაინას დროებით შეუჩერა სამხედრო დახმარება.
ტეილორი უკრაინაში მას შემდეგ გაიგზავნა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა მაისში მოულოდნელად გამოიხმო ელჩი მარი იოვანოვიჩი.

ტეილორი 2006-2009 წლებში მუშაობდა კიევში აშშ-ის ელჩად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG