Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სისტემა კლავს“ - მშობლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში აქცია გამართეს


„ამ ცხოვრების დედაც“, „ვითხოვთ, ამ საქმის დროულ გამოძიებას“, „დამნაშავე აქ ყველაა - სრულიად საზოგადოება“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ მშობლები და სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდში.

აქციის მონაწილეებმა 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება მოითხოვეს. ერთ-ერთი მშობლის, ნათია ეხვაიას თქმით, მას უკვე არ აქვს პოლიციის მიმართ ნდობა და ვერც თავისი შვილის დაცვას ანდობს სამართალდამცავ უწყებებს.

„როგორც დედა, თავს ვგრძნობ დაუცველად. პოლიცია არაა ის სისტემა, სადაც უნდა ხდებოდეს ძალადობა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მოზარდს და მინდა, რომ პოლიციელმა დაიცვას ჩემი შვილი“, - ამბობს ნათია ეხვაია.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არ არის ერთი რომელიმე უწყების ხარვეზი, ეს სისტემური პრობლემაა. ამაში დამნაშავე არის ყველა, მათ შორის, განათლების სამინისტრო, სამართალდამცავი უწყებები და საზოგადოება.

შეკრებილები მიიჩნევენ, რომ ახლა საჭიროა გაერთიანება და შვილების გადასარჩენად ერთობლივი ბრძოლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG