მინსკში დააკავეს პაველ სევერინცევი - ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის წინააღმდეგ ქუჩის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. დაკავების შესახებ ფეისბუკზე დაწერა მისმა მეუღლემ. ამჟამად სევერინცევთან კავშირი არა აქვთ. რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქციის ცნობით, დაკავებულია ასევე მაქსიმ ვინიარსკი - სამოქალაქო კამპანია „ევროპული ბელარუსის“ კოორდინატორი. დაკავების მიზეზი უცნობია. 20-21 დეკემბერს რუსეთთან ბელარუსის ინტეგრაციის მოწინააღმდეგეები მინსკში აპირებენ ახალი საპროტესტო აქციის გამართვას. ინტეგრაციის მოწინააღმდეგეთა აქციები დროში ემთხვევა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მოლაპარაკებებს რუსეთში.
მინსკში დააკავეს პაველ სევერინცევი - ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის მოწინააღმდეგე აქტივისტი

დაწერეთ კომენტარი