Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს


18 დეკემბერს ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის 29 წლის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შემთხვევა დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. მათ გვითხრეს, რომ მოქალაქეებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, სავარაუდოდ, დანით დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მოქალაქემ გადაიყვანა.

რადიო თავისუფლების ბათუმის კორესპონდენტი იტყობინება, რომ პოლიციელს ქირურგიული ოპერაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარდება. კლინიკის დირექტორის მალხაზ ხალვაშის თქმით, პაციენტი ყელის არეში არის დაჭრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პოლიციელის დაჭრის ბრალდებით დაკავებულია ერთი მამაკაცი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ამ წუთებში გადაკეტილია ჭავჭავაძის ქუჩა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG